„რელევოს“ ინფორმაციით, ჯუდ ბელინგემი ცდილობს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „რეალში“ გადასვლაში დაარწმუნოს #1TVSPORT
„რელევოს“ ინფორმაციით, ჯუდ ბელინგემი ცდილობს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „რეალში“ გადასვლაში დაარწმუნოს #1TVSPORT

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „რელევოს“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ცდილობს, თანამემამულე ტრენერ ალექსანდერ-არნოლდი „სამეფო კლუბში“ გადასვლაში დაარწმუნოს.

ალექსანდერ-არნოლდის მოქმედი კონტრაქტი „ლივერპულთან“ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ივნისში იწურება და მხარეები ჯერ ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ თანხმდებიან.

26 წლის ფეხბურთელი „ლივერპულის“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა. გუნდთან ერთად ინგლისელმა რვა ტიტული მოიგო და რამდენჯერმე მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველადაც დაასახელეს.

ბელინგემი და ალექსანდერ-არნოლდი ინგლისის ნაკრებში ერთად 2020 წლიდან თამაშობენ.