„რელევოს“ ინფორმაციით, „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ მიმდინარე სეზონში არ დაბრუნდება #1TVSPORT
„რელევოს“ ინფორმაციით, „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ მიმდინარე სეზონში არ დაბრუნდება #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში სტადიონ „კამპ ნოუზე“ არ დაბრუნდება, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „რელევო“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, სტადიონის უსაფრთხოებამ ჯერ ვერ მიაღწია იმ დონეს, რომ სახანძრო სამსახურის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს.

„ბარსელონას“ ისტორიული სტადიონის რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო და ამ დროის მანძილზე გუნდი საშინაო თამაშებს „მონჟუიკზე“ ატარებს.

თავდაპირველად „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნებას 2025 წლის დასაწყისში აპირებდა, თუმცა სამუშაოების შეფერხების გამო ეს ვერ მოხერხდა.

რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, „კამპ ნოუს“ ტევადობა 105 000 ადგილამდე გაიზრდება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტევად სტადიონად აქცევს.