„რელევოს“ ცნობით, მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტის გუნდიდან გაშვებას განიხილავს #1TVSPORT
„რელევოს“ ცნობით, მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტის გუნდიდან გაშვებას განიხილავს #1TVSPORT

ესპანური გამოცემა „რელევოს“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, იტალიელი კარლო ანჩელოტის გაშვებას განიხილავს.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „რეალმა“ „რაიო ვალეკანო“ ვერ დაამარცხა – 3:3. ანჩელოტის ამ სეზონში ისედაც ბევრს აკრიტიკებდნენ და აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდა.

იტალიელი სპეციალისტი „სამეფო კლუბში“ 2021 წელს დაბრუნდა. მას შემდეგ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ (2022, 2024) მოიგო, ასევე ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონიც.

65 წლის ანჩელოტი „რეალს“ პირველად 2013-2015 წლებში წვრთნიდა.