რეკორდული სიცხის გამო, იაპონიაში 30 ადამიანი დაიღუპა
რეკორდული სიცხის გამო, იაპონიაში 30 ადამიანი დაიღუპა

სიცხის გამო, იაპონიაში 30 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ჰაერის ტემპერატურა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 41 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გაუსაძლისი სიცხე იაპონიის ზოგიერთ ქალაქში უკვე ხუთი დღეა, გრძელდება.
სიცხისგან გარდაცვლილთა შორის არის 6 წლის ბიჭი, რომელიც სკოლაში ჩატარებული ღია გაკვეთილის დროს გარდაიცვალა. ამის გამო, განათლების სამინისტრომ რეკომენდაციით მიმართა სასწავლებლებს, თავი შეიკავონ ქუჩებსა და პარკებში ბავშვების გაყვანისგან.

მეტეოროლოგები მოქალაქეებს ურჩევენ, მაქსიმალურად ბევრი სითხე მიიღონ. ძლიერი სიცხე აფერხებს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რაიონების ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს.

შეგახსენებთ, იაპონიაში რამდენიმე კვირის წინ წყალდიდობას და მეწყერს 200 ადამიანი შეეწირა.