რეჯი ჯექსონი დიდი ალბათობით „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადავა
რეჯი ჯექსონი დიდი ალბათობით „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადავა

„დეტროიტმა“ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გუნდის ერთერთი წამყვანი ფიგურა და ძირითადი ცენტრი ანდრე დრამონდი „კლივლენდში“ გაუშვა. „ესპნ-ის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „პისტონსი“ რეჯი ჯექსონსაც ემშვიდობება. წყარო ცნობით, ჯექსონი ლოს ანჯელეს „კლიპერსში“ გააგრძელებს კარიერას.

მიუხედავად იმისა, რომ „კლიპერსს“ ორი გამთამაშებელი ჰყავს (პატრიკ ბევრლი და ლუ ვილიამსი) გუნდმა რეჯი ჯექსონის დამატება მაინც გადაწყვიტა. მიმდინარე სეზონზე რეჯიმ „დეტროიტის“ შემადგენლობაში 14 შეხვედრა გამართა და საშუალოდ 14.9 ქულასა და 5.1 პასს აგროვებდა.