რეჯი ბალოკი „ლეიკერსის“ კალათბურთელია
რეჯი ბალოკი „ლეიკერსის“ კალათბურთელია

საკალათბურთო სამყარო „ლეიკერსში“ ენტონი დევისის მოხვედრას ელოდება, თუმცა ლოს ანჯელესური გუნდი ჯერჯერობით დევისის გადმობირებას ვერ ახერხებს.

მანამდე კი, „ლეიკერსმა“ „დეტროიტის“ ფორვარდი რეჯი ბალოკი დაიმატა. მის მაგივრად, „პისტონსში“ სვიატოსლავ მიხაილუკი გაუშვეს. რეჯი ბალოკი მატჩში საშუალოდ 12.1 ქულას აგროვებს. 3-ქულიანი დისტანციიდან კი ის 38.8 პროცენტით ესვრის.