რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეზიდენციაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მიიღო
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეზიდენციაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მიიღო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რეზიდენციაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ ქართველი დიპლომატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც თურქული მედიასაშუალებები წერენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო.

საქართველოს ელჩთან ერთად თურქეთის პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში ესპანეთის ელჩსაც უმასპინძლა.