რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში არხის მშენებლობა ივნისის ბოლოს დაიწყება
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში არხის მშენებლობა ივნისის ბოლოს დაიწყება

ბოსფორის გვერდის ავლით სტამბოლში არხის მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„აუცილებლად გამოჩნდებიან ისინი, ვინც გამოთქვამს შეშფოთებას ამ მეგაპროექტის გამო. ეს ხელს არ შეგვიშლის“, – განაცხადა თურქმა ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, პროექტის განხორციელება სტამბოლის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაზრდის.