რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ზონგულდაქის პროვინციაში თურქულმა საბურღმა გემმა საქარიას საბადოს „ამასრა-1“-ის ჭაბურღილში 135 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა და მთლიანობაში, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგმა 540 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბუნებრივი აირის ზღვიდან ხმელეთამდე მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება, რომელიც საბადოდან ზონგულდაქის პროვინციის ქალაქ ფილიოსამდე 155 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობასაც მოიცავს.

საქარიას საბადოზე ბუნებრივი აირის მოსაპოვებელი სამუშაოების დაწყება 2023 წლიდან იგეგმება.