რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვერ შევძლებთ, გადავჭრათ სირიის კონფლიქტი, თუ წარმატებით არ გავუმკლავდებით ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვერ შევძლებთ, გადავჭრათ სირიის კონფლიქტი, თუ წარმატებით არ გავუმკლავდებით ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას

ვერ შევძლებთ, გადავჭრათ სირიის კონფლიქტი, თუ წარმატებით არ გავუმკლავდებით ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მან ქურთების მუშათა პარტიისა და ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთების, როგორც ტერორისტული ორგანიზაციების განადგურების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სირიაში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხო ზონის შექმნის მნიშვნელობას, სადაც ერდოღანის თქმით, ორ მილიონამდე სირიელი ლტოლვილის განთავსება იქნება შესაძლებელი.

ერდოღანის თქმით, სირიის კრიზისის გადასაჭრელად და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაბრუნებლად, ყველა მხარე, მათ შორის აშშ, კოალიციური ძალები, რუსეთი, ირანი ერთად უნდა დადგნენ.

„ჩვენ გავნაგრძობთ აშშ-სთან მოლაპარაკებას სირიაში უსაფრთხო ზონის შექმნასთან დაკავშირებით. მივისწრაფით, შევქმნათ 480 კილომეტრის სიგრძისა და 30 კილომეტრის სიღრმის მქონე სამშვიდობო დერეფანი, რომელიც საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, განვასახლოთ ორი მილიონი სირიელი. თუ ეს უსაფრთხო ზონად გამოცხადდება, ჩვენ ერთიდან ორ მილიონამდე ადამიანს განვასახლებდით, თუ აშშ ან კოალიციური ძალები, რუსეთი, ირანი ერთად დავდგებით, ჩვენ შევძლებთ ტენტებისა და კონტეინერების ბანაკებიდან ვიხსნათ ლტოლვილები“, – განაცხადა ეროღანმა.