რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს სურს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დატოვონ სირიისა და ერაყის ტერიტორია, ისევე როგორც ეს ავღანეთის შემთხვევაში მოხდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს სურს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დატოვონ სირიისა და ერაყის ტერიტორია, ისევე როგორც ეს ავღანეთის შემთხვევაში მოხდა

თურქეთს სურს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დატოვონ სირიისა და ერაყის ტერიტორია, ისევე როგორც ეს ავღანეთის შემთხვევაში მოხდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩვენ ვაპირებთ მშვიდობის სამსახურს მთელ მსოფლიოში, მსოფლიოს იმ ნაწილებში დარჩენას აზრი აღარ აქვს. ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ დავტოვოთ ეს ხალხი, დავტოვოთ ეს ადმინისტრაციები, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამერიკელების გასვლის შემდეგ, ჩაერევა თუ არა თურქეთი სირიის საქმეში და გააკეთებს თუ არა ამას ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე, ერდოღანმა უპასუხა, რომ თურქები არსად დარჩებიან, სადაც მათ ყოფნას არ მიესალმებიან.

„სირიაში ჩვენ ამჟამად ვაშენებთ 100 000 ერთეულ აგურის სახლს. ხალხი და ოჯახები გადაასახლეს, გააძევეს სამშობლოდან და ჩვენ მათთვის ვაშენებთ ამ სახლებს. მაინტერესებს, რას აკეთებენ სხვა ქვეყნები. ძალიან მნიშვნელოვანია ამის დანახვა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი