რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგის პოვნა კიდევ შეუძლია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგის პოვნა კიდევ შეუძლია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგის პოვნა კიდევ შეუძლია. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მანამდე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთმა შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადოს ღირებულება 65 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„შავ ზღვაში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი დიდი ბუნებრივი საბადოს მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენ კარგ ამბებს ისევ ვიგებთ. ანალოგიურ ცნობებს ველოდებით ხმელთაშუა ზღვიდანაც“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მსხვილი საბადო აღმოაჩინა. მისივე თქმით, საბადოს მოცულობა 320 მილიარდი კუბური მეტრია.