რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთმა შვედეთზე ადრე შესაძლოა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთმა შვედეთზე ადრე შესაძლოა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი

თურქეთმა შვედეთზე ადრე, შესაძლოა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარის თანხმობისთვის საჭიროა, რომ ფინეთმა არ დაუშვას ისეთი შეცდომები, როგორიც შვედეთმა დაუშვა.

ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადების რატიფიცირების პროცესში არიან. აღნიშნული ქვეყნების წევრობას 30 ქვეყნიდან 28-მ დაუჭირა მხარი. ორი მოწინააღმდეგე თურქეთი და უნგრეთი არიან.

„ჩვენ შვედეთს ვუთხარით, რომ ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერორისტები დაებრუნებინათ. ჩვენ მივეცით შვედეთს 120 ადამიანის სია და ვუთხარით, რომ ეს ტერორისტები გადმოეცათ. თუ მათ არ გადმოგვცემთ, მაშინ ბოდიში. ამბობენ, შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილება, ეს გააკეთეს, ის გააკეთეს. თავს დასცინიან. ისინი თურქეთს ვერ ცნობენ. ეს 20, 30, 40 წლის წინანდელი თურქეთი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, მივაწოდოთ ფინეთს განსხვავებული გზავნილი და შვედეთი შოკირებული იქნება, როდესაც ნახავს ჩვენს შეტყობინებას“, – აღნიშნა ერდოღანმა.