რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზად არის, ლიბიის მთავრობას სამხედრო დახმარება გაუწიოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზად არის, ლიბიის მთავრობას სამხედრო დახმარება გაუწიოს

თურქეთი მზად არის, ლიბიის მთავრობას სამხედრო დახმარება გაუწიოს, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

ერდოღანის თქმით, ანკარა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერის ვერსიებს განიხილავს.

თურქეთი ლიბიის სამთავრობო ძალებს უკვე ამარაგებს ტანკებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით.

ლიბიის არმიის მეთაური ჰალიფა ჰაფტარი აპრილის თვიდან ახორციელებს შეტევას დედაქალაქ ტრიპოლიზე. გენერალი პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჯის მთავრობის დამხობას ცდილობს.