რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის იდლიბის პროვინციაში ვითარება უმართავი გახდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის იდლიბის პროვინციაში ვითარება უმართავი გახდა

სირიის იდლიბის პროვინციაში ვითარება უმართავი გახდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო ოპერაციის გამო, იდლიბიდან თურქეთის საზღვრის მიმართულებით ერთი მილიონი დევნილი მიემართება.

პარალელურად, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა თქვა, რომ თურქეთის არმიამ სირიაში 54 სამიზნე ობიექტი დაბომბა და სირიის არმიის 76 ჯარისკაცი გაანეიტრალა.

თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2 თებერვლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც სირიის არმიის დაბომბვის შედეგად, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიის ხუთი ჯარისკაცი და სამოქალაქო პერსონალის სამი წევრი დაიღუპა. საპასუხოდ, თურქეთმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში არტილერიითა და სამხედრო ავიაციით მიიტანა.