რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს დაემატა ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ თავდასხმები, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მთავარია, მიღწეულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს დაემატა ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ თავდასხმები, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მთავარია, მიღწეულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტა

თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მისი ქვეყანა იზიარებს ირანელი ხალხის ტკივილს და დიპლომატიურ ძალისხმევას გააძლიერებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის არ შეწყდება და სიმშვიდე არ დამყარდება რეგიონში.

„რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს შაბათს დაემატა ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა… მთავარია, რომ მიღწეულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტა და დიალოგის კარი გაიღოს. პირდაპირ ვიტყვი: თუ საჭირო ჩარევა არ მოხდა, კონფლიქტს სერიოზული შედეგები ექნება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის. არავის შეუძლია, გაუძლოს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას, რომელსაც ასეთი პროცესი წარმოშობს“, – თქვა ერდოღანმა.