რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტი ერთდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანს თან ახლავს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შედიან.

რუსეთის დედაქალაქში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სირიის კონფლიქტი, ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკითხები იქნება.