რეჯეფ თაიფ ერდოღანი - კვიპროსის საკითხი ორი სახელმწიფოს პრინციპით უნდა გადაწყდეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - კვიპროსის საკითხი ორი სახელმწიფოს პრინციპით უნდა გადაწყდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ კვიპროსის საკითხი ორი სახელმწიფოს პრინციპით უნდა გადაწყდეს.

ერდოღანი არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპრისის თურქულ ნაწილში ჩავიდა და განაცხადა, რომ თურქეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ოფშორული რესურსების უფლებების საერთაშორისო დავაში „დიპლომატიურ თამაშებს“ ვეღარ შეეგუებიან.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორი სახელმწიფოს პრინციპზე მოლაპარაკებები სუვერენული თანასწორობის საფუძველზე უნდა წარიმართოს, რაც კვიპროსელი თურქების სუვერენიტეტსა და სამართლებრივ უფლებებს უზრუნველყოფს.

კვიპროსის ხელისუფლებამ თურქეთის პრეზიდენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ერდოღანის ვიზიტი პროვოკაციული და უკანონოა.

კვიპროსი ბერძნულ და თურქულ ნაწილებად 1974 წელს, თურქეთის არმიის შეჭრის შემდეგ გაიყო. ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობას მსოფლიოში მხოლოდ თურქეთი აღიარებს.