რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენთან შეხვედრისას 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხზე საუბარს გეგმავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენთან შეხვედრისას 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხზე საუბარს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაგეგმილ შეხვედრაზე 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხზე საუბარს გეგმავს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის ლიდერმა ბრიუსელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400-ზე, ასევე ამერიკული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „პატრიოტისა“ და F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების საკითხებზე მსჯელობა.

„თურქეთი იცავს როგორც საკუთარ, ასევე ნატო-ს საზღვრებს“, – განაცხადა ერდოღანმა და აქვე ხაზი გაუსვა ოფიციალური ანკარის წინაშე მდგარი ტერორიზმისა და უკანონო მიგრაციის გამოწვევებს.