რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხს დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხს დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილავს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხს დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ ერდოღანმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ერ-რიადში პარასკევს დაადასტურეს, რომ Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ამის მიზეზად საუდის არაბეთის ხელისუფლება საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს. მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი კი, გათავისუფლებულია. ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა.