რეჯეფ თაიფ ერდოღანი -არ უნდა ჩავვარდეთ იმათ ხაფანგში, ვინც ერთ წვეთ ნავთობს მეტ წონას ანიჭებს, ვიდრე წვეთ სისხლს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი -არ უნდა ჩავვარდეთ იმათ ხაფანგში, ვინც ერთ წვეთ ნავთობს მეტ წონას ანიჭებს, ვიდრე წვეთ სისხლს

სირიიდან ერაყამდე, იემენი, პალესტინა, კრიზისი და სისხლისღვრა რეგიონში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ ხაზებთანაა დაკავშირებული – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის მუდმივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ იმათ ხაფანგში, ვინც ერთ წვეთ ნავთობს უფრო მეტ წონას ანიჭებს, ვიდრე წვეთ სისხლს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ისლამურ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენება მნიშვნელოვანია იმპერიალისტური ბორკილებისგან გასათავისუფლებლად.

თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას იერუსალიმის მონახულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვიდრე მუსლიმები და მოსახლეობა სამართლიანობასა და თავისუფლებას იცავენ, პალესტინა არსებობას გააგრძელებს.

ერდოღანმა იემენის კონფლიქტსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ თუ იემენში მილიონობით ადამიანი ღარიბი და მშიერია, ამაზე პასუხისმგებელნი მხოლოდ მუსლიმები არიან. თურქეთის პრეზიდენტმა მუსლიმურ ქვეყნებს პრეფერენციული სავაჭრო სისტემის ასამუშავებლად, პროცედურების დასრულებისკენ მოუწოდა.