რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთს, შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთს, შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს, შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ან პირადად დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, ან ონლაინრეჟიმში ჩაერთვება აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც „როსატომის“ მხარდაჭერით აშენდა.