რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი სირიის საზღვართან სასაზღვრო პუნქტს გახსნის, რათა სირიელი მიგრანტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი სირიის საზღვართან სასაზღვრო პუნქტს გახსნის, რათა სირიელი მიგრანტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი სირიის საზღვართან იაილადაღის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს გახსნის, რათა სირიელი მიგრანტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ამის შესახებ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი, სადაც ამჟამად 2.9 მილიონი სირიელი ლტოლვილია, განაგრძობს სირიის აღდგენის პროცესის მხარდაჭერას.

„ჩვენს სირიელ ძმებსა და დებს, უკვე 13 წელია, სამშობლო ენატრებათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მონატრება დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თურქეთი „დღედაღამ იმუშავებს“ სირიაში „მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობის“ მისაღწევად.