რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ევროინტეგრაციის ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ევროინტეგრაციის ერთგული რჩება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ევროინტეგრაციის ერთგული რჩება და სურს, თავისი მომავალი ევროპასთან ერთად ააშენოს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მმართველ პარტიასთან ერთად გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

„თურქეთის ერთადერთი საყრდენი თურქი ერი იქნება, რომლის მხარდაჭერაც ახლო მომავალში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ თურქეთი პანდემიის შემდგომ პერიოდში ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოში. ერდოღანის თქმით, მიუხედავად ხელის შეშლის მცდელობებისა, თურქეთი განვითარების ახალ ეტაპზეა.

თურქეთს პრეზიდენტმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, გამოიყენოს საკუთარი მჭიდრო კავშირები აშშ-სთან რეგიონული პრობლემების გადასაჭრელად.