რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ევფრატის აღმოსავლეთიდან თურქეთს ტერორისტული ორგანიზაციები ემუქრებიან

18:18, 26.10.2018

თურქეთი მოწოდებულია ყურადღება და ენერგია მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთიდან თურქეთს ტერორისტული ორგანიზაციები ემუქრებიან.

„ჩვენ არავის ვემუქრებით, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი საზღვრების მიღმა საფრთხე შეგვიქმნან“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოეთ სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, ტერორისტული კორიდორები განადგურდა და ნებისმიერი ახალი მცდელობა ასევე მიუღებელი იქნება.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიას ქურთული სამხედრო დაჯგუფებები აკონტროლებენ.

მსგავსი