რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს, მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს, მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება მათი პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს სტამბოლში შეხვედრა სამშაბათს დილით აქვთ დაგეგმილი.

„რუსი და უკრაინელი დელეგატები, რომლებიც უძღვებიან ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიან მოლაპარაკებებს, ხვალ ისევ შეხვდებიან სტამბოლში. ჩვენ შევიკრიბებით დელეგატებთან და მათთან მოკლე შეხვედრას გავმართავთ მათი შეხვედრის წინ. შემიძლია, ვთქვა, რომ სატალეფონო საუბრები, რომლებსაც ვაწარმოებთ ბატონ პუტინთან და ბატონ ზელენსკისთან, პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ერდოღანმა.