რეიტინგის პირველმა ნომერმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე უარი თქვა
რეიტინგის პირველმა ნომერმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე უარი თქვა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი – რუმინელი სიმონა ჰალეპი, წლის შემაჯამებელ ტურნირში, რომელიც 21-28 ოქტომბერს სინგაპურში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს – იტყობინება WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი. მის ნაცვლად, ტურნირზე ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი ითამაშებს.

უფრო ადრე, რუმინელმა განაცხადი მოსკოვის ტურნირიდან გამოიტანა, რომელიც ამ კვირას მიმდინარეობს. ახლა, ჰალეპმა უარი სეზონის დასკვნით ტურნირზე თქვა, რათა 2019 წლის სეზონისთვის აღდგენა და მომზადება მოახერხოს.

2018 წელს, ჰალეპმა როლან გაროსი, აგრეთვე, ტურნირები შენჟენში და მონრეალში გამართული ტურნირები მოიგო. რუმინელს რეიტინგში, წლევანდელი სეზონის შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი განაღდებული აქვს. 

უკვე ცნობილია წლის შემაჯამებელი ტურნირის სრული შემადგენლობა: ანჟელიკ კერბერი (გერმანია), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), ნაომი ოსაკა (იაპონია), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი), სლოან სტივენსი (აშშ), ელინა სვიტოლინა (უკრაინა), კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) და კიკი ბერტენსი (ჰოლანდია).