„გლაზგო რეინჯერსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, – წერს შოტლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
46 წლის ვან ბრონკჰორსტმა დაიკავა პოსტი, რომელიც ვაკანტური გახდა სტივენ ჯერარდის „ასტონ ვილაში“ წასვლის შემდეგ.
ნიდერლანდელი სპეციალისტი ადრე „ფეიენოორდში“ მუშაობდა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ორ-ორჯერ მოიპოვა ნიდერლანდების თასი და სუპერთასი.
ვან ბრონკჰორსტის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ჩინეთის „გუანგჯოუ სიტი“. აღვნიშნავთ, რომ ნიდერლანდელი „რეინჯერსში“ 1998-2001 წლებში თამაშობდა.