„რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
„რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

სტივენ ჯერარდის შეგირდებმა შოტლანდიის პრემიერლიგის დამთავრებამდე ექვსი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 

„რეინჯერსის“ მთავარმა და პრინციპულმა მეტოქემ, „სელტიკმა“ „დანდი იუნაიტედთან“ ნულოვანი ფრე ითამაშა და ჩემპიონობის თეორიული შანსის დაკარგა.

საქმე ისაა, რომ „რეინჯერსი“ თავის უახლოეს მდევარ „სელტიკს“ 20 ქულით უსწრებს და ეს უკანასკნელი ყველა მომდევნო მატჩში გამარჯვების შემთხვევაშიც, „რეინჯერსს“ ვეღარ დაეწევა.

აღსანიშნავია, რომ „რეინჯერსმა“ შოტლანდიის ჩემპიონობა ბოლოს ათი წლის წინ იზეიმა, რაც 40 წლის ინგლისელი სპეციალისტის, სტივენ ჯერარდის დამსახურებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.