რეი ლონგო - ალჯამეინ სტერლინგი მომდევნო ბრძოლას მხოლოდ ტიტულისთვის გამართავს
რეი ლონგო - ალჯამეინ სტერლინგი მომდევნო ბრძოლას მხოლოდ ტიტულისთვის გამართავს

ალჯამეინ სტერლინგმა (19-3, UFC 11-3) ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის გამართოს. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა რამდენიმე დღის წინ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა კორი სანდჰაგენთან ეფექტურ სტილში მოიგო და სატიტულე ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდა. სტერლინგმა ბოლო 5 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

სტერლინგის ბრწყინვალე მოგებათა სერიის მიუხედავად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) ვაკანტური ტიტულისთვის 11 ივლისს (UFC 251) პეტრ იანი და ჟოზე ალდო იბრძოლებენ.

სტერლინგის მწვრთნელი რეი ლონგო აცხადებს, რომ ალჯომ მომდევნო ბრძოლა აუცილებლად ტიტულისთვის უნდა გამართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ოქტაგონზე სხვა პირობებით გასვლაზე არ უნდა დათანხმდეს.

„მე მიმაჩნია, რომ მას (სტერლინგს) სატიტულო ბრძოლა ნაადრევად უნდა გაემართა. სანდჰაგენთან დაპირისპირება მარტივად შეიძლება ყოფილიყო სატიტულო. ალჯომ გამარჯვება ეფექტურ სტილში მოიპოვა და კიდევ ერთხელ გააკეთა დიდი განაცხადი. მან დაიმსახურა ქამრისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ლონგომ MMAJUNKIE-სთან საუბრისას.