რეი ბორგმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა დაასრულა
რეი ბორგმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა დაასრულა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) რეი ბორგმა, რომელსაც წარსულში ტიტულისთვისაც უბრძოლია, შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ბორგს ორგანიზაციამ დაახლოებით ერთი თვის წინ კონტრაქტი გაუწყვიტა. თემასთან დაკავშირებით მებრძოლმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ 27 წლის ასაკში კარიერას დავასრულებდი. თუმცა ზოგი გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა ეს არის დრო რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს.“

აქტიური სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება რეი ბორგმა შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო მიიღო. მისი სტატისტიკა UFC-ში შვიდი გამარჯვება და ხუთი მარცხია. ბორგს რამდენიმე თვის წინ მერაბ დვალიშვილთანაც ჰქონდა ჩანიშნული ბრძოლა, თუმცა შვილის ავადმყოფობის გამო იგი დაპირისპირებას ჩაეხსნა.