რეგულარული სეზონი დასრულებულია, გუნდები ორივე კონფერენციაში დაწყვილდნენ
რეგულარული სეზონი დასრულებულია, გუნდები ორივე კონფერენციაში დაწყვილდნენ

დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი. ოფიციალურად გამოვლინდა 16 გუნდი, რომლებიც ასპარეზობას პლეიოფში გააგრძელებენ. ბოლო ტურში დეტროიტმა „მედისონ სქუერ გარდენში“ ნიუ-იორკი ანგარიშით 115:89 დაამარცხა და აღმოსავლეთში მერვე ადგილზე გავიდა. „ნიქსის“ წინააღმდეგ ზაზა ფაჩულიამ ექვსი ქულა, ხუთი მოხსნა და სამი გადაცემა გააკეთა. „პისტონსი“ პირველ წრეში მთლიანად რეგულარული სეზონის ლიდერ მილუოიკი „ბაქსს“ დაუპირისპირდება. ამავე კონფერენციაში დარჩენილი გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ტორონტო-ბრუკლინი
ფილადელფია-ორლანდო
ბოსტონი-ინდიანა

დასავლეთ კონფერენციაში კი ყველაზე საინტერესო წყვილი ჰიუსტონმა და ოკლაჰომამ შეადგინეს. მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი პირველ ეტაპზე ლოს-ანჯელეს „კლიპერსის“ ბარიერის დაძლევას შეეცდება. დენვერის მეტოქე სან-ანტონიო იქნება. პორტლენდი კი ურთერთობას იუტასთან გაარკვევს. პლეიოფი 13 აპრილს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ მოგებამდეა.