„რედ ბულმა" უარყო ფეტელის დაბრუნების შესაძლებლობა
„რედ ბულმა" უარყო ფეტელის დაბრუნების შესაძლებლობა

ავსტრიული საჯინიბო „რედ ბულის” ერთ-ერთმა შეფმა ჰელმუტ მარკომ უარყო გუნდში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, გერმანელი სებასტიან ფეტელის დაბრუნება.

„ჩვენ არ გვაქვს ადგილი ფეტელისთვის. მეორე პილოტის პოზიცია ალბონს აქვს დაკავებული და ჩვენ კმაყოფილი მისი გამოსვლით. ალბონი სანახევროდ ტაილანდელია, ხოლო „რედ ბული” 51 პროცენტით ტაილანდური კომპანიაა. სებასტიანის ადგილზე ერთი წლით პაუზას ავიღებდი და გვერდიდან დავაკვირდებოდი სიტუაციას. შესაძლოა, მას მოეწონოს ოჯახთან ერთად ცხოვრება და ყველაფერი მიატოვოს”, – თქვა მარკომ.

შეგახსენებთ, რომ ფეტელი წელს ბოლო სეზონს ატარებს „ფერარიში”. „სკუდერიამ” უარი თქვა გერმანელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. 2021 წლიდან მის ადგილს „ფერარიში” ესპანელი კარლოს საინსი დაიკავებს.

ფეტელი „რედ ბულში” 2009-15 წლებში გამოდიოდა და მის რიგებში ოთხჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.