„რედ ბულმა“ 2018 წლის ბოლიდი წარადგინა
„რედ ბულმა“ 2018 წლის ბოლიდი წარადგინა

ფორმულა 1-ის მესამე გუნდი, რომელმაც 2018 წლის სეზონისთვის ახალი ბოლიდი წარადგინა, ავსტრიული „რედ ბული“ აღმოჩნდა. ახალი მანქანის სახელწოდებაა – RB14. ამ ინდექსში რიცხვი “14” მიუთითებს “რედ ბულის” სეზონების რაოდენობას ფორმულა 1-ში.

ჯერჯერობით, ბოლიდის გაფორმებაში დომინირებს მუქი ლურჯი და შავი ფერი, მაგრამ 26 თებერვლისთვის, როცა ბარსელონაში დაიწყება ტესტების პირველი სერია, მანქანის შეფერილობა შეიცვლება. ასევე მოიქცა ავსტრიული საჯინიბო 2015 წელს – მუქი საღებავებით დაუმალა კონკურენტებს ზოგიერთი ტექნიკური და აეროდინამიკური სიახლე.
2018 წელს, “რედ ბულის” საპრიზო პილოტები იქნებიან – ავსტრალიელი დანიელ რიკარდო და ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი.

ფორმულა 1-ში ახალი სეზონი 25 მარტს დაიწყება. ამ დღეს გაიმართება ავსტრალიის გრანპრი.