„რედ ბული“ მაქს ფერსტაპენს საჩემპიონო ბოლიდს პირდება
„რედ ბული“ მაქს ფერსტაპენს საჩემპიონო ბოლიდს პირდება

ავსტრიული საჯინიბო „რედ ბულის“ სპორტულმა კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ პირობა დადო, რომ მომდევნო სეზონში ჰოლანდიელი პილოტი მაქს ფერსტაპენი მიიღებს ავტომობილს, რომლითაც ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებს.

„მომდევნო წელს, ჩვენ გვექნება ბოლო შანსი – დავეხმაროთ მაქსს გახდეს ფორმულა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. ამიტომაც, კონცენტრაცია უნდა მოვიკრიბოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნისთვის. ჩვენ ყოველთვის ვისწრაფით მოგებისკენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალ წელს მაქსთან ერთად ჩემპიონობის მოგება. ჩვენი გუნდი მუშაობს შასის გაუმჯობესებაზე, „ჰონდა“ კი ძრავის დახვეწას შეეცდება. შევძლებთ „მერსედესისთვის“ და „ფერარისთვის“ 2020 წელს კონკურენციის გაწევას“, – განაცხადა მარკომ.

ამ სეზონში 22 წლის ფერსტაპენი საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.