„რედ ბული“ მადრიდის „ატლეტიკოს“ სპონსორი გახდა #1TVSPORT
„რედ ბული“ მადრიდის „ატლეტიკოს“ სპონსორი გახდა #1TVSPORT

ავსტრიული კომპანია „რედ ბული“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალი სპონსორი გახდა.

ესპანურმა კლუბმა და ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა წამყვანმა კომპანიამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

„ეს პარტნიორობა საშუალებას მისცემს ორივე კომპანიას გაამყაროს თავისი გლობალური წარმომადგენლობა, შეინარჩუნოს მუდმივი განვითარება და გააგრძელოს წარმატებისკენ მისწრაფება. ავსტრიული ბრენდი ესპანეთში პირველად ითანამშრომლებს საფეხბურთო კლუბთან, რათა „დააფრთიანოს“ არა მხოლოდ ინდივიდუალური სპორტსმენები, არამედ სპორტის გუნდური სახეობების წარმომადგენლები.

„რედ ბული“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსხვილი ღონისძიებების ორგანიზებაში, რომელიც წელს დაგეგმილია „მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე. „რედ ბულის“ პროდუქცია ასევე ხელმისაწვდომი იქნება ყველა გულშემატკივრისთვის, რომელიც სტადიონს სტუმრობს“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.