„რედ ბული“ ინგლისის გრანპრიზე ჯეიმს ბონდის ნიშნით გამოვა
„რედ ბული“ ინგლისის გრანპრიზე ჯეიმს ბონდის ნიშნით გამოვა

ავსტრიულ საჯინიბო „რედ ბულის“ ხელმძღვანელობამ შეცვალა საკუთარი ბოლიდების გარეგანი სახე. ამ მანქანებით გუნდის წევრები იასპარეზებენ ბრიტანეთის გრანპრიზე. ამის შესახებ იტყობინება „რედ ბულის“ პრესსამახური.

მანქანაზე გაჩნდება ჯეიმ ბონდის საფირმო ნიშანი – 007. ეს ციფრები განთავსებული იქნება ბოლიდის გვერდებზე, აგრეთვე, წინა და უკანა ანტიფრთებზე.

ასე აპირებს გუნდი აღნიშნოს თავისი სპონსორის, „ასტონ მარტინის“ (Aston Martin) მონაწილეობა ლეგენდარულ ფილმში.

ბრიტანეთის გრანპრი 14 ივლისს გაიმართება სილვერსტოუნის ტრასაზე. რბოლის დასაწყისია 17:10 საათი თბილისის დროით.