რეალურია თუ არა კვასხვაძის „დინამოში“ გადასვლა - ყველაფერი უახლოეს 2-3 დღეში გადაწყდება
რეალურია თუ არა კვასხვაძის „დინამოში“ გადასვლა - ყველაფერი უახლოეს 2-3 დღეში გადაწყდება

ქუთაისის „ტორპედოდან“ მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის შემდეგ, შესაძლოა, თბილისის „დინამოში“ მისი ორი ლიდერიც გადავიდეს. გავრცელებული ხმების თანახმად, თბილისურ კლუბში გადასვლა გუნდის კაპიტანს, როინ კვასხვაძეს და თავდამსხმელს, თორნიკე კაპანაძეს შესთავაზეს.

ქუთაისელ გულშემატკივართა ოფიციალური ვებ-გვერდის, „ჩვენ ვართ ტორპედოს“ ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „ტორპედოს” მეკარე როინ კვასხვაძე ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

„ბევრგან იწერება ჩვენი კაპიტნის თბილისის „დინამოში” გადასვლის შესახებ. როგორც უკვე შევიტყვეთ, კლუბში ვითარება ლაგდება და შესაბამისად, ყველა ამას ელოდება. ჩვენ ვესაუბრეთ კაპიტანს და მან თქვა, რომ ისევე როგორც ყველა, ისიც მოვლენების განვითარებას ელოდება და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. ყველაფერი უახლოეს 2-3 დღეში გადაწყდება” – წერია „ტორპედოს“ გულშემატკივრების ვებგვერდზე.