„რეალთან“ წაგების შემდეგ, „ბარსელონა“ რონალდ კუმანის მომავალზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT
Ronald Koeman during the match between FC Barcelona and Granada CF, corresponding to the week 5 of the group A of the Liga Santander, played at the Camp Nou Stadium, on 20th September 2021, in Barcelona, Spain. -- (Photo by Urbanandsport/NurPhoto via Getty Images)
„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს არ დაითხოვენ პოსტიდან „რეალთან“ წაგების შემდეგ. ამის შესახებ გაზეთმა „მარკამ“ დაწერა.
„ელ კლასიკოში“ წაგების ალბათობა არსებობდა, ამიტომაც ეს მარცხი არ იმოქმედებს ნიდერლანდელი სპეციალისტის მდგომარეობაზე. ახლა, კუმანის მომავალი კლუბში დიდად დამოკიდებული იქნება სამ უახლოეს თამაშზე – „რაიო ვალეკანოსთან“ და „ალავესთან“ ლა ლიგაში, აგრეთვე კიევის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე.
აღვნიშნავთ, რომ ამ მომენტისთვის კუმანი გარკვეული ნდობით სარგებლობს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის მხრიდან, მაგრამ უახლოეს მატჩებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.