„რეალთან“ მატჩის შემდეგ, ნეიმარმა და დონარუმამ კინაღამ პსჟ-ის გასახდელში იჩხუბეს #1TVSPORT
„რეალთან“ მატჩის შემდეგ, ნეიმარმა და დონარუმამ კინაღამ პსჟ-ის გასახდელში იჩხუბეს #1TVSPORT

კონფლიქტი „პარი სენ-ჟერმენის“ გასახდელში მოხდა „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის შემდეგ, – იტყობინება გაზეთი „მარკა“.

ტურნირიდან გავარდნის შემდეგ, ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს ფორვარდმა ნეიმარმა და მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ. თანაგუნდელებს შორის კონფლიქტი კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ყველაფერი ბრაზილიელის საყვედურის შემდეგ დაიწყო. მან დონარუმა პირველ გაშვებულ გოლში დაადანაშაულა. პასუხად დინარუმამ განაცხადა, რომ სწორედ ნეიმარის მიერ ბურთის დაკარგვის შემდეგ გაიტანეს მადრიდელებმა მეორე გოლი. ფეხბურთელებმა ხმას აუწიეს და საქმე ჩხუბისკენ მიდიოდა, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენის“ სხვა მოთამაშეებმა შეძლეს მათი გაშველება.