„რეალში“ „შვიდიანს“ მარკო ასენსიოს გადასცემენ

20:35, 21.07.2018

მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტა, მაისური მეშვიდე ნომრით, რომელიც წლების განმავლობაში ტურინის „იუვენტუსში“ გადასულ კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა, შემტევ ნახევარმცველს, მარკო ასენსიოს გადასცეს, – წერს ესპანური გაზეთი Marca.

გასულ სეზონში, 22 წლის ესპანელი მე-20 ნომრით გამოდიოდა.

„რეალში“ მეშვიდე ნომერი ისეთ ლეგენდებს ეკუთვნოდათ, როგორებიც იყვნენ – რაიმონ კოპა, ამანსიო, ხუანიტო, ემილიო ბუტრაგენიო, რაული.

მსგავსი