„რეალში“ პრეზიდენტის არჩევნების პროცესი იწყება - პერესმა დირექტორთა საბჭო მოიწვია #1TVSPORT
„რეალში“ პრეზიდენტის არჩევნების პროცესი იწყება - პერესმა დირექტორთა საბჭო მოიწვია #1TVSPORT

2025 წელს სრულდება მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე ფლორენტინო პერესის მორიგი ვადა. და კლუბში იწყება ახალი საარჩევნო პროცესი.

„რეალის“ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, 7 იანვარს გაიმართება დირექტორთა საბჭოს სხდომა, რათა დაიწყოს ამ საბჭოსა და პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მომდევნო ოთხი წლისთვის.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, „რეალის“ მოქმედი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აპირებს ბრძოლას თანამდებობის შესანარჩუნებლად. თუმცა მის მორიგი ვადით არჩევას შეიძლება კლუბში დიდი ცვლილებები მოჰყვეს.

პერესს უკვე დიდი ხანია სურს შეცვალოს კლუბის ფლობის მოდელი. ვარაუდობენ, რომ მარტში 77 წლის პრეზიდენტი ცვლილებებს შეიტანს „რეალის“ წესდებაში, რათა აქციათა 49.9 პროცენტი მიჰყიდოს მსხვილ ინვესტორებს, ისეთებს, როგორებიც არიან JP Morgan და Key Capital Partners.