„რეალში“ ღელავენ მბაპესა და ვინისიუსის ერთობლივი თამაშის დონეზე #1TVSPORT
„რეალში“ ღელავენ მბაპესა და ვინისიუსის ერთობლივი თამაშის დონეზე #1TVSPORT

მადრიდის „რეალში“ შეშფოთებას გამოთქვამენ ფორვარდების კილიან მბაპესა და ვინისიუსის თამაშის დონით, როცა ისინი ერთად არიან მოედანზე, – ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Relevo.

წყაროს ცნობით, კლუბში ელოდნენ, რომ მბაპე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა მაღალ შედეგიანობას გუნდისთვის, რაც „რეალის“ უპირატესობა იქნებოდა დანარჩენებზე. მაგრამ ფრანგის გუნდში ყოფნის ნახევარი წლის თავზე „რეალში“ აღიარებენ, რომ მბაპესა და ვინისიუსს შორის სათამაშო „ქიმია“ არ წარმოიშვა. როცა ისინი ერთად არიან მინდორზე, კარგად წარმოაჩენს თავს მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, ან არც ერთი. იშვიათია შემთხვევა, როცა ორივე ფორვარდი ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს.

ამასთან, „რეალში“ ეჭვი არ ეპარებათ მბაპესა და ვინისიუსის ინდივიდუალურ დონეში, ასევე ესმით, რომ აუცილებელია მათი შემადგენლობაში დაყენება. არ განიხილება ვარიანტი, რომ რომელიმე მათგანი სათადარიგოთა სკამზე დარჩეს.