„რეალში“ ედენ აზარის დებიუტი მოახლოვდა
„რეალში“ ედენ აზარის დებიუტი მოახლოვდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა, შესაძლოა, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატაროს „სამეფო კლუბში“ – 14 სექტემბერს, „ლევანტეს“ წინააღმდეგ, – წერს „მარკა“. ბელგიელმა საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, როგორც ხამეს როდრიგესმა და ბრაიმ დიასმა, თუმცა, დღის მეორე ნახევარში ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ.

აზარი ზაფხულში გადავიდა „რეალში“ „ჩელსიდან“, მაგრამ ბარძაყის ტრავმის გამო, დღემდე არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.