მადრიდის „რეალმა“ დიდი ანგარიშით (2:5) წააგო ესპანეთის სუპერთასის მატჩი „ბარსელონასთან“, მაგრამ ამით არ დასრულებულა ცუდი ამბები მადრიდელი ფანებისთვის.
როგორც ესპანური გაზეთი AS-ი ამტკიცებს, „რეალის“ ლიდერს, ვინისიუსსა და მის გარემოცვას არ მოეწონათ, როცა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიელი 76-ე წუთზე შეცვალა. ამასთან დაკავშირებით მათ იმედგაცრუება გამოხატეს. „რეალის“ ხელმძღვანელობამ იცის ამის შესახებ, რამაც გამოიწვია ფეხბურთელსა და კლუბს შორის დაძაბულობის გაზრდა.
ვინისიუსი ყველაზე მეტად გაანაწყენა იმან, რომ ამ შეცვლით გამოჩნდა – ბრაზილიელი აღარ არის ხელშეუხებელი ფეხბურთელი „რეალში“. ამას ემატება საუდის არაბეთის რომელიმე კლუბში წასვლის შესაძლებლობა.