„რეალსა“ და „ბარსელონას“ არ სურთ მათი მატჩები ტელევიზიით გადაიცემოდეს #1TVSPORT
„რეალსა“ და „ბარსელონას“ არ სურთ მათი მატჩები ტელევიზიით გადაიცემოდეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ პრეზიდენტები ფლორენტინო პერესი და ჟოან ლაპორტა ლა ლიგასა და საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ს შორის დადებული გარიგების წინააღდეგ გამოვიდნენ. მათი აზრით, ეს სვლა უკანონო იყო აქტივების მითვისების გამო. კლუბები სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ 50-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ფონდი CVC Capital Partners 2.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის სანაცვლოდ, ახალი ჰოლდინგური კომპანიის Boost LaLiga-ს აქციების 10.95 პროცენტს მიიღებს. ამასთან, CVC გააკონტროლებს პრაქტიკულად ყველა კომერციულ პროექტს, მათ შორის, ტელეუფლებებს.

გამოცემა El Transistor-ის ინფორმაციით, „რეალსა“ და „ბარსელონას“ არ სურთ, რომ ასეთი პირობებით მათი მატჩები ტელევიზიით გადაიცემოდეს.

დატოვე კომენტარი