„რეალს“ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს ბოლო 12 წელიწადში
„რეალს“ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს ბოლო 12 წელიწადში

ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალთან“ 0:1 წააგო და 32 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.

ასეთი ცუდი პირველი წრე „რეალს“ მხოლოდ სამჯერ ჰქონდა XXI საუკუნეში, ყველაზე უარესი შედეგი კი 2005-06 წლებში დააფიქსირა – 30 ქულა. მაშინ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჯერ კიდევ მადრიდული კლუბის მოქმედი ფეხბურთელი იყო.

სხვათა შორის, „რეალმა“ ისტორიაში პირველად წააგო შინ „ვილიარეალთან“. ამ გუნდებს შორის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ წინა 17 შეხვედრიდან მადრიდელებმა 12 მოიგეს და ხუთჯერ ფრედ ითამაშეს.