რეალს კურტუა დაემტვრა

11:09, 10.01.2019
MADRID, SPAIN – JANUARY 06: Thibaut Courtois of Real Madrid warms up prior to the La Liga match between Real Madrid CF and Real Sociedad at Estadio Santiago Bernabeu on January 06, 2019 in Madrid, Spain. (Photo by Quality Sport Images/Getty Images)

მადრიდის „რეალის“ ბანაკში ცუდი ამბები არ წყდება.

ამჯერად, ტრავმა „სამეფო კლუბის“ გოლკიპერმა ტიბო კურტუამ მიიღო და ბელგიელი მეკარე თავის გუნდს 10 დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კურტუას მარცხენა თეძოს პრობლემა აქვს. შედეგად, 26 წლის გოლკიპერი ესპანეთის საფეხბურთო თასის განმეორებით შეხვედრაში, „ლეგანესის“ წინააღმდეგ, ვერ იასპარეზებს და მოედანზე ვერც „ბეტისის“ წინააღმდეგ ჩემპიონატის მატჩში გამოვა.

კურტუა შეუერთდება სხვა ტრავმირებულ მადრიდელებს – მარკო ასენსიოს, გარეტ ბეილს, ტონი კროოსს, მარიანოსა და ხავი სანჩესს, რომლებიც ასევე იშუშებენ კუნთის ტრავმებს.

ტიბო კურტუა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობას დაახლოებით 10 დღეში დაუბრუნდება და „სევილიას“ წინააღმდეგ „თეთრების“ კარის დასაცავად მზად უნდა იყოს.

მსგავსი