„რეალს“ იოვიჩის ლევანდოვსკიში გაცვლა სურს
„რეალს“ იოვიჩის ლევანდოვსკიში გაცვლა სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის „რეალს“ აინტერესებს, – წერს Ok Diario-ს ჟურნალისტი ედუარდო ინდა.

მისი ინფორმაციით, ესპანური გრანდი იანვარში გეგმავს ლევანდოვსკის გაცვლას სერბ ნიკოლა იოვიჩში.

გარდა ამისა, ინდამ დაამატა, რომ შესაძლებელია, პოლონელი ფორვარდის გაცვლა „რეალის“ გარემარბ გარეტ ბეილში მოხდეს.

„რეალში“ მიაჩნიათ, რომ „ბაიერნი“ გახსნილი იქნება ამგვარი გარიგებისთვის იმ დათმობების შემდეგ, რომელზეც მადრიდული კლუბი წავიდა, როცა მიუნხენელებს იჯარით უთმობდა ხამეს როდრიგესს.

ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 17 ოფიციალურ მატჩში 21 გოლი გაიტანა, იოვიჩს კი არც ერთი გოლი არ აქვს 10 თამაშში.