„რეალს“ ენცო ფერნანდესი აინტერესებს, შესაძლებელია ჩუამენიში გაცვლა #1TVSPORT
„რეალს“ ენცო ფერნანდესი აინტერესებს, შესაძლებელია ჩუამენიში გაცვლა #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია არგენტინელი ნახევარმცველის ენცო ფერნანდესის ტრანსფერით.

ესპანური კლუბი განიხილავს „ჩელსის“ 24 წლის ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას. ლონდონელებს არ სურთ ზაფხულში ფერნანდესის გაშვება, მაგრამ თავად ნახევარმცველია დაინტერესებული „რეალში“ გადასვლით, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერია ინგლისში, – ამტკიცებს გამოცემა TEAMtalk.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ფერნანდესი 2023 წლის ზამთარში 121 მილიონ ევროდ შეიძინა „ბენფიკადან“. მისი კონტრაქტი ლონდონელებთან 2032 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

აღნიშნავენ, რომ „რეალს“ ფერნანდესის სანაცვლოდ დაახლოებით იმ თანხის გადახდა მოუწევს, რამდენიც „ჩელსიმ“ დახარჯა, მაგრამ მადრიდელებს არ სურთ ამის გაკეთება, რადგან კლუბს ზაფხულში სხვა სატრანსფერო მიზნებიც აქვს.

შესაძლებელია ფეხბურთელების გაცვლა. „ჩელსის“ მოსწონს „რეალის“ ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი და შეიძლება ის გაცვალონ ფერნანდესში.